ჯორაჰ მორმონტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯორაჰ მორმონტი (ინგლ. Jorah Mormont) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა შოტლანდიელმა მსახიობმა იენ გლენმა.
სერ ჯორა მორმონტი, იყო ვესტეროსიდან გადასახლებული ჩრდილოელი ლორდი. მან ფიცი დადო თავისი დევნილი თანანამემალის დეინერის ტარგარიენის მიმართ, ტარგარიანების ოჯახის ბოლო შთამომავალი რომელიც იყო რკინის ტახტის პრეტენდენტი, ის იყო პირველი რომელიც დაეხმარა დეინერისი მორგებოდა ცხოვრებას როგორც, დოთრაკების ხალესი.
თავდაპირველად, ჯორა მუშაობდა ვარისის ჯაშუშად, მეფე რობერტ ბარათეონის მზვერავისთვის და უგზავნიდა ინფორმაციას ვისერის ტარგარიენის მცდელობების შესახებ ტახტის დაბრუნებისთვის. თუმცა, ის ხდება დეინერის ტარგარიენის ერთგული მსახური. მას შემდეგ რაც დეინერისი სიკვდილს გადაარჩინა, ის წყვეტს ვარისისთვის მოხსენებების გაგზავნას, უგულებელყოფს ოფიციალურ სამეფო შეწყალებას, რომელიც მას ვესტეროსში დაბრუნების საშუალებას აძლევდა. მას ასევე განუვითარდა ძლიერი, მაგრამ უპასუხო გრძნობები დედოფლის მიმართ.
როდესაც დეინერისი შეიტყობს მისი წარსულში ჯაშუშობის შესახებ, ის გაათავისუფლეს დედოფლის სამსახურიდან. მოგვიანებით მან შეიპყრო ტირიონ ლანისტერი იმ იმედით, რომ შეძლებდა დედოფლის სამსახურში დაბრუნებას, როდესაც ჯორას ტირიონი დედოფალთან მიჰყავდა ის დაინფიცირდა ვალირიაში. დეინერისთან დაბრუნებისას, ამჯერად ტირიონთან ერთად, მონათფლობელებმა შეიპყრეს და მირინის საბრძოლო ორმოებში გაყიდეს. მას შემდეგ რაც ჯორამ გადაარჩინა სიცოცხლეს ჰარპიის ვაჟებისგან და დოთრაკებისგან, დეინერისმა დააბრუნა იგი თავის სამსახურში და უბრძანა, რომ დაბრუნებულიყო მასთან, მას შემდეგ რაც იპოვიდა დაავადების განკურნების გზას, რაც საბოლოოდ შეძლო. ციტადელის თანამშრომელი სემუელ ტარლის საშუალებით.
დრაგონსტოუნზე მათი გაერთიანების შემდეგ, ის კიდევ უფრო ეხმარება დენერისს, რათა სერსეი ლანისტერს წარუდგინოს მტკიცებულება მიცვალებულთა არმიის არსებობის დასამტკიცებლად. მეფის საბიჯელში ის უერთდება ჩრდილოელებს ღამის მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვინტერფელის ბრძოლაში მონაწილე ჯორა მოკვდა დედოფლის დასაცავად.