ჯული უოლტერსი
From Wikipedia, the free encyclopedia
დეიმ ჯულია მერი უოლტერსი (ინგლ. Dame Julie Mary Walters; დ. 22 თებერვალი, 1950) — ინგლისელი მსახიობი, კომიკოსი და ავტორი. არის ოთხი „ბრიტანული აკადემიის სატელევიზიო ჯილდოს“, 2 „ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდოს“, ორი „საერთაშორისო ემის ჯილდოს“ და ოქროს გლობუსის მფლობელი. საუკეთესო პირველხარისხოვანი როლისა და საუკეთესო მეორეხასისხოვანი როლისთვის ორჯერ არის ნომირებული ოსკარზე.
ჯული უოლტერსი | |
---|---|
უოლტერსი 2014 წელს. | |
დაბადების თარიღი |
22 თებერვალი, 1950 (1950-02-22) (74 წლის) ბირმინგემი, ინგლისი |
ეროვნება | ინგლისელი |
მოქალაქეობა | ინგლისი |
საქმიანობა |
მსახიობი კომიკოსი ავტორი |
აქტიური | 1972-დღემდე |
მეუღლე(ები) | გრენტ როფი (იქ. 1997) |
შვილ(ებ)ი | 1 |
მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ფილმში, მათ შორისაა: ბრიტანული კომედია „პირადი მომსახურება“ (1987), მიუზიკლი-კომედია „Stepping Out“ (1991), „დაიკო ჩემო და“ (1994), დრამა „ბილი ელიოტი“ (2000), ჰარი პოტერის ფილმების სერია (2001-2011), ბრიტანული კომედია „გოგონები კალენდრიდან“ (2004), კომედიური-დრამა „მართვის გაკვეთილები“ (2006), 2007 წლის ბრიტანულ-ირლანდიური ბიოგრაფიული რომანტიკული დრამა, „გახდე ჯეინი“, მიუზიკლი „მამა მია“ (2008) და მისი გაგრძელება „მამა მია 2“, ამერიკული ანიმაცია „მამაცი“ (2012), „პადინგტონი“ (2014) და მისი გაგრძელება „პადინგტონის თავგადასავალი 2“, რომანტიკული დრამა „ბრუკლინი“ (2015), ბიოგრაფიული რომანტიკული დრამა „კინოვარსკვლავები ლივერპულში არ კვდებიან“ (2017) და 2018 წლის მიუზიკლი, „მერი პოპინსი ბრუნდება“. 2001 წელს ითამაშა სამ აქტიან პიესაში, „ყველა ჩემი ვაჟი“ და მოიგო ლაურენს ოლივიეს ჯილდო საუკეთესო მსახიობისთვის.
სატელევიზიო გადაცემებში უოლტერსი ხშირად გამოჩენილა ამერიკელ მსახიობთან, ვიქტორია ვუდთან ერთად. მათ ერთად მონაწილეობა აქვთ მიღებული სხვადასხვა სატელევიზიო სერიალებში, მათ შორის არის: „ვუდი და უოლტერსი“ (1981), „პატი და მარგარეტი“ (1994), „Dinnerladies“ (1998-2000) და სხვა. სხვა მსახიობებთან შედარებით, უოლტერს ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული ბრიტანული აკადემიის სატელევიზიო ჯილდო, საუკეთესო მსახიობისთვის. 2009 წელს მონაწილეობა მიიღო ბრიტანულ ფილმში, „მოკლე დროით დარჩენა შვეიცარიაში“. ამ როლის შესრულებისთვის, ჯული დაჯილდოვდა საერთაშორისო ემის ჯილდოთი.