ჰერალდიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰერალდიკა — ისტორიის დამხმარე დისციპლინა, რომელიც გერბებს შეისწავლის. ის ასევე აყალიბებს ფორმალურ ცერემონიებსა და კანონებს, რომელიც ამგვარი ნიშნების გამოყენებას არეგულირებს. ჰერალდიკის წარმოშობა დაკავშირებულია სახეზე აფარებულ ლითონის ჩაფხუტიან მებრძოლთა ან ორთაბრძოლის მოპაექრეთა გამორჩევის საჭიროებით. სხვადასხვა ქვეყანაში ვითარდებოდა დამოუკიდებლად და ყალიბდებოდა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით. ჰერალდიკა დაკავშირებულია გერბების წარმოშობასთან.