Bad Meets Evil
From Wikipedia, the free encyclopedia
Bad Meets Evil — ამერიკული ჰიპ-ჰოპ-დუეტი დეტროიტიდან, რომელშიც შედიან ემინემი და Royce da 5'9". ჩამოყალიბდა 1999 წელს.
2000 წელს Royce da 5'9"-სა და ემინემს შორის კონფლიქტი მოხდა, რის გამოც დუეტი დაიშალა. 2011 წელს ისინი შერიგდნენ და დუეტი კვლავ აღდგა. მათ ჩაწერეს EP Hell: The Sequel. იგი გამოიცა 2011 წლის 14 ივნისს და დაიკავა პირველი ადგილი ალბომების ბილბორდ 200-ის ჰიტ-აღლუმში.