The Voice (აშშ, სეზონი 3)
From Wikipedia, the free encyclopedia
The Voice მესამე სეზონი — ამერიკელი ვოკალისტების რეალითი შოუ, რომლის პრემიერა 2012 წლის 10 სექტემბერს NBC-ის ეთერში შედგა.[1] ამ სეზონში წინა გუნდი 12 მონაწილის მაგივრად 16 მონაწილით შედგებოდა. ამასთანავე,რინგზე მწვრთნელებს შეეძლოთ მოეტაცათ მომღერალი, რომელიც მისმა ნამდვილმა მწვრთნელმა სახლში გაუშვა. თუ ერთზე მეტი მწვრთნელი დააჭერს ღილაკს, მაშინ კონკურსანტს ეძლევა საშუალება თავად აირჩიოს სასურველი მენტორი. თითოეულ მწვრთნელს შეუძლია მხოლოდ 2 მომღერალი გადაარჩინოს, რაც იმას ნიშნავს, რომ რინგი 8 მომღერლის მაგივრად 10 მომღერლით დასრულდება. ამავე დროს შოუს დაემატა „ნოკაუტი“, სადაც მწვრთნელები თავიანთ გუნდს ხუთად შეამცირებენ.[2] ნოკაუტზე ყველა მომღერალი ინდივიდუალურად ასრულებს თავის სიმღერას და შემდეგ ტურში მწვრთნელის მიერ არჩეული მონაწილე გადავა. მესამე სეზონში ფორმატი შეიცვალა და American Idol-ის და The X Factor-ის მსგავსად კონკურსანტი, რომელიც ხმების ყველაზე დაბალ რაოდენობას მიიღებს, პროექტს ეთიშება. ფინალში სამი კონკურსანტი გადის, რომელთაგანაც შესაძლებელია ყველა მათგანი ერთი გუნდიდან იყოს. მესამე სეზონის ფინალში 3 ფინალისტიდან 2 ბლეიკ შელტონის გუნდიდან იყო, რომელთაგანაც ერთ-ერთმა გაიმარჯვა. პოპ-როკის მომღერალი და Hey Monday-ის ყოფილი სოლისტი, კასადი პოპი The Voice-ის მესამე სეზონის გამარჯვებული გახდა.
ამ სტატიის გასაუმჯობესებლად მიზანშეწონილია:
|
ეთერი | 10 სექტემბერი, 2012 – 18 დეკემბერი, 2012 |
---|---|
ჟიური |
კრისტინა აგილერა სი ლოუ გრინი ადამ ლევინი ბლეიკ შელტონი |
წამყვან(ებ)ი |
კარსონ დეილი კრისტინა მილიანი (სოციალური მედიის კორესპონდენტი) |
სამაუწყებლო კომპანია | NBC |
კასადი პოპი | |
წარმოშობა | უესტ პალმ ბიჩი |
სიმღერა | „Cry“ |
ჟანრ(ებ)ი | პოპ-როკი, ქანთრი-პოპი, პოპ-პანკი, ემო-პოპი |
წინა | The Voice (აშშ, სეზონი 2) |
შემდეგი | The Voice (აშშ, სეზონი 4) |