არჩევნები
From Wikipedia, the free encyclopedia
არჩევნები — საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა.
სხვადასხვა სახელმწიფოსთვის არჩევნების სხვადასხვა პროცედურა არსებობს. ყოველი არჩევნები ეროვნული სუვერენიტეტის არსებობის შემთხვევაში პერიოდულ და თავისუფალ არჩევნებში გამოხატულ ხალხის ნებას უნდა ეფუძნებოდეს. ხალხის ნება შემდეგ ფაქტორებს მოიცავს:
- საყოველთაო და თანაბარი საარჩევნო უფლება;
- ქვეყნის მართვაში მონაწილეობის უფლება პირდაპირ, ან თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით;
- საკუთარ ქვეყანაში სახელმწიფო სამსახურის მიღების თანასწორი უფლება;
- ფარული კენჭისყრის, ან არჩევნების ანალოგიური პროცედურის უფლება, რომელიც ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოხატვას უზრუნველყოფს;
- მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლება;
- ასოციაციების თავისუფლება;
- სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება, ნებისმიერი სახის ინფორმაციის და იდეების ზეპირად, წერილობით, ან ბეჭდვითი სახით მოძიების, მიღების და გავრცელების უფლების ჩათვლით;
- ქვეყნის მოქალაქეთა უფლება - შეცვალონ მმართველობის ფორმა კონსტიტუციური პროცედურების საშუალებით.