აჰმედ III
From Wikipedia, the free encyclopedia
აჰმედ III (ოსმ. آحمد ثالث [Âhmed-i sâlis], თურქ. Üçüncü Ahmet; დ. 30 დეკემბერი 1673 — გ. 1 ივნისი 1736) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი (22 აგვისტო 1703 — 1 ოქტომბერი 1730). სულთან მეჰმედ IV-ისა და ემეთულაჰ რაბია გიულნუშ სულთნის შვილი. მუსტაფა II-ის ძმა. ტახტზე ავიდა მისი დამხობის შემდეგ.
აჰმედ III | |
---|---|
Âhmed-i sâlis | |
ოსმალეთის 23-ე სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1703 |
მმართ. დასასრული: | 1730 |
წინამორბედი: | მუსტაფა II |
მემკვიდრე: | მაჰმუდ I |
სხვა წოდებები: | ისლამის ხალიფა |
რეგენტი: |
სულთნის დივანი (1703—1706) დამატი იბრაჰიმ-ფაშა (1718—1730) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 30 დეკემბერი 1673 |
დაბ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 1 ივნისი 1736 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
მეუღლე: | ემინე მიჰრიშაჰ სულთანი, რაბია შერმი სულთანი |
შვილები: | მუსტაფა III, აბდულჰამიდ I |
დინასტია: | ოსმანები |
მამა: | მეჰმედ IV |
დედა: | ემეთულაჰ რაბია გიულნუშ სულთანი |
რელიგია: | ისლამი |
ხელმოწერა: | |
1710 წელს, შვედეთის მეფის რჩევით განაახლა ომი რუსეთთან. ოსმალეთის არმიასთან ერთად, იბრძოდა შვედეთის არმიაც. ოსმალეთისა და შვედეთის გაერთიანებულმა არმიამ, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა პრუტის ბრძოლაში, რის შემდეგაც დაიდო პრუტის საზავო ხელშეკრულება, ამ მარცხისდა გამო, რუსეთი იძულებული გახდა ოსმალეთისთვის აზოვი დაეთმო.
1714 წელს დაიწყო ომი ვენეციასთან, 1716 წელს — ავსტრიასთან. 1715 წელს ოსმალეთის არმიამ სილაჰდარ დამატი ალი-ფაშას მეთაურობით, მორეა დაიბრუნა. 1716 წელს არმია განადგურდა ავსტრიასთან პეტროვადინის ბრძოლაში. ბრძოლის შემდეგ ცოტა ხანში ავსტრიელებმა ტიმიშოარა დაიკავეს. 1717 წელს აიღეს ბელგრადი და ოსმალეთი იძულებული გახდა, ზავი ეთხოვა. ამის შემდეგ გაფორმდა პოჟარევაცის საზავო ხელშეკრულებები, რითაც ავსტრიასთან და ვენეციასთან ომი დასრულდა.
ამის შემდეგ, ოსმალეთში მშვიდობა დამყარდა და დაიწყო ტიტების ეპოქა. 1718-1730 წლები ოსმალეთში სწორედ ამ სახელითაა ცნობილი. ამ პერიოდში, ოსმალეთში სრული სიმშვიდე სუფევდა, არ იყო აჯანყებები და ქვეყანა არ ომობდა სხვა რომელიმე ქვეყანასთან. ამასთან ერთად, სწორად ამ ეპოქაში დაიწყო იმპერიის დასავლური ღირებულებებისკენ სწრაფვა.
აჰმედ III მშვიდად მართავდა ქვეყანას ტიტების ეპოქის პერიოდში, თუმცა 1730 წელს ოსმალეთში კიდევ ერთმა აჯანყებამ იფეთქა. აჯანყებულები აპროტესტებდნენ იმპერიის სულთნისა და ვეზირების უმოქმედობას მათ სამფლობელოში შემოჭრილ სპარსულ ჯარზე. აჯანყების მოთავე იყო პატრონა ჰალილა. იანიჩრებმა ტახტიდან ჩამოაგდეს აჰმედი და მის მაგივრად აიყვანეს მისი ძმის, მუსტაფა II-ის შვილი, მაჰმუდ I.
აჰმედ III გარდაიცვალა 1736 წელს, 63 წლის ასაკში, სტამბოლში.