ბეისბოლი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბეისბოლი (ინგლ. baseball, სიტყვებისგან base „ბაზა, საფუძველი“ და ball „ბურთი“) — გუნდური სპორტული თამაში ბურთითა და კეტით. შეჯიბრში მონაწილეობს ორი გუნდი, თითოეულში ცხრა (ან ათი) მოთამაშით.
ბეისბოლი აშშ-ში გაჩნდა XIX საუკუნის დასაწყისში. ითვლება, რომ თამაშს საფუძვლად დაედო ინგლისური „რაუნდერსი“. პირველი ოფიციალური მატჩი გაიმართა ნიუ-იორკში 1820 წელს. 1845 წელს შეიქმნა პირველი პროფესიული კლუბი. თამაში გავრცელებულია აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, ლათინურ ამერიკასა და კარიბებზე, ავსტრალიაში, იაპონიაში, კორეაში და სხვაგან. ამჟამად ბეისბოლს თამაშობენ 120 ქვეყანაში. ყველაზე მეტად პოპულარულია აშშ-ში, კუბაში, იაპონიაში, ჩინეთსა და კორეაში.
აშშ-ში, იაპონიაში, ჩეხეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში გავრცელებულია ასევე სოფტბოლი — ბეისბოლის გამარტივებული ვარიანტი — მისი თამაში დახურულ შენობაში და მცირე ზომის მოედანზეც შეიძლება. ბეისბოლის სათამაშო მოედანს რომბის ფორმა აქვს.
ბეისბოლის მონათესავე თამაშებია კრიკეტი, პესაპოლო ფინეთში, ოინა რუმინეთში და ლაპტა რუსეთში.