გერმანიის ეროვნული ჰიმნი
From Wikipedia, the free encyclopedia
გერმანიის ეროვნული ჰიმნი (გერმ. Deutsche Nationalhymne) დროშასა და გერბთან ერთად გერმანიის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლოა. მიღებულ იქნა 1991 წელს და წარმოადგენს ძველი გერმანული სიმღერის „დოიჩლანდლიდის“ მესამე სტროფს, რომელიც აუგუსტ ჰაინრიხ ჰოფმან ფონ ფალერსლებენის მიერაა დაწერილი. მელოდია, რომელიც იოზეფ ჰაიდნს ეკუთვნის, ძველად გერმანიის იმპერიის ჰიმნს წარმოადგენდა.