ვაგი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვაგი (სლოვაკ. Váh) — მდინარე სლოვაკეთში, დუნაის მარცხენა შენაკადი. სლოვაკეთის უგრძესი მდინარე. სიგრძე 406 კმ, აუზის ფართობი 15,075 კმ². წარმოიქმნება მდინარეების ბიელი-ვაგისა და ჩიერნი-ვაგის შეერთებით, რომლებსაც სათავეები აქვთ მაღალი ტატრებისა და დაბალი ტატრების მთებში. მეტწილად მიედინება მთაში, ქვემოთ — შუა დუნაის ვაკეზე. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. სანაოსნოა ქალაქ სერედამდე. იყენებენ სარწყავად, წყალმომარაგებისა და ენერგეტიკული მიზნით, ხე-ტყის დასაცურებლად. ვაგზე და მის შენაკად ორავაზე შექმნილია ჰესების სისტემა. ვაგის ნაპირზე გაშენებულია ქალაქები რუჟომბეროკი, ჟილინა, ტრენჩინი. წყლის საშუალო ხარჯი 152 მ³/წმ. მდინარის სახელწოდება წარმოსდგება ლათინური სიტყვისაგან vagus, რაც „მოხეტიალეს“ ნიშნავს.
სწრაფი ფაქტები ვაგი Váh, ქვეყანა ...
ვაგი Váh | |
---|---|
ვაგი | |
ქვეყანა | სლოვაკეთი |
ქალაქები |
რუჟომბეროკი ჟილინა ტრენჩინი |
სათავე | 49°01′08″ ჩ. გ. 19°48′33″ ა. გ. |
სათავის მდებარეობა |
მაღალი ტატრები დაბალი ტატრები |
სათავის სიმაღლე | 664 მ |
შესართავი | 47°44′59″ ჩ. გ. 18°08′51″ ა. გ. |
სიგრძე | 406 კმ |
აუზის ფართობი | 15,075 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
ვაგი ვიკისაწყობში |
დახურვა