ვარსკვლავური გზა
ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური ფრენჩაიზი. / From Wikipedia, the free encyclopedia
ვარსკვლავური გზა (ინგლ. Star Trek) — ამერიკული მედია-ფრენჩაიზი. იგი ეფუძნება ჯინ როდენბერის მიერ შექმნილ ორიგინალურ სერიალს, რომელიც პირველად ეთერში 1966 წელს გავიდა. 1979 წლიდან გამოჩნდა სრულმეტრაჟიანი ფილმებიც. დღეისთვის გადაღებულია 7 ტელესერიალი (მათ შორის ერთი — ანიმაციური) და 15 სრულმეტრაჟიანი ფილმი.
ვარსკვლავური გზა | |
---|---|
შემქმნელი | ჯინ როდენბერი |
კინო და ტელევიზია | |
ფილმ(ებ)ი |
ორიგინალური სერიის ფილმები
შემდეგი თაობის სერია
გადატვირთვა (კელვინის დროის ხაზი)
|
ტელესერიალები |
|
ანიმაციური სერიალები |
|
სერიალმა უდიდესი გავლენა მოახდინა უამრავი თანამედროვე ტექნოლოგიის დიზაინზე, როგორიც არის ჯიბის კომპიუტერი, მობილური ტელეფონი და დაფა-კომპიუტერები.
ვარსკვლავური გზა აღწერს მომავალს, რომელიც ერთი შეხედვით უტოპიურია. ამ მომავალში დედამიწა გაწევრიანებულია პლანეტების გაერთიანებულ ფედერაციაში. ამავდროულად, გალაკტიკის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ შეუსწავლელია.
ფრენჩაიზს ჰყავს მრავალი მოყვარული, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ „ტრეკერებს“ (ინგლ. trekker).