ლუთერანობა
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუთერანიზმი — ქრისტიანული დენომინაცია, ერთ-ერთი უდიდესი პროტესტანტული ეკლესია. სათავეს იღებს გერმანიაში XVI საუკუნეში მიმდინარე რეფორმაციიდან. ეფუძნება მარტინ ლუთერისა და მისი მიმდევრების მოძღვრებას. ლუთერანიზმში მოცემულია პროტესტანტიზმის ძირითადი დებულებანი. იგი უარყოფს კათოლიციზმის მიდგომას, რომ ეკლესია და სამღვდელოება შუამავალნი არიან ადამიანსა და ღმერთს შორის. რწმენის ერთადერთ ავტორიტეტად და წყაროდ აცხადებს საღვთო წერილს. ლუთერანიზმმა კათოლიციზმისაგან აიღო ყველაფერი ის, რაც პირდაპირ არ ეწინააღმდეგებოდა ბიბლიას. შეინარჩუნა საკურთხეველი, ჯვარი, ორგანი, რელიგიური ფერწერა (ხატების გარდა). 7 საიდუმლოდან დატოვა მხოლოდ 2 მთავარი - ნათლისღება და ზიარება. კათოლიკური დოგმა პურისა და ღვინის ქრისტეს სხეულად და სისხლად გარდაქმნის შესახებ შეცვალა ამ დოგმასთან ახლოს მდგომი დებულებით, რომლის თანახმად ქრისტეს სხეული და სისხლი ზიარებას საიდუმლოდ „ესწრება“.
პროტესტანტიზმი |
ჰუსიტები • ლოლარდები • ვალდენსები • ჩეხი ძმები
ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • ლუთერანობა • ცვინგლიანობა
ადვენტისტები • ამიშები • ანაბაპტიზმი • ახალსამოციქულო ეკლესია • ბაპტიზმი • კვაკერები • კონგრეგაციონალიზმი • მეთოდიზმი • მენონიტები • ორმოცდაათიანელობა • პიეტიზმი • პრესვიტერიანობა • პურიტანები • ხსნის არმია
პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი • ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია ეს დაფა:
|
ლუთერანიზმი გერმანიაში ოფიციალურ სარწმუნოებად იქნა აღიარებული 1555 წლის აუგსბურგის რელიგიური ზავით. დღესდღეობით მსოფლიოში 220-ზე მეტი ლუთერანული ეკლესია არსებობს და 80 მილიონზე მეტი ლუერანია. ლუთერანები გერმანიის გარდა ცხოვრობენ შვედეთში, ფინეთში, ნორვეგიაში, ისლანდიაში, ჩეხეთში, უნგრეთში, ესტონეთში, ლატვიასა და აშშ-ში. ტერმინ ლუთერანს თავდაპირველად იყენებდნენ კათოლიკეები, ამით ისინი მარტინ ლუთერს და მის მიმდევრებს აცხადებდნენ მწვალებლებად. მოგვიანებით თავად ლუთერანებმაც დაიწყეს ამ ტერმინით საკუთარი თავის აღნიშნვა. ისინი საკუთარ ეკლესიას ევანგელურ-ლუთერანულ ეკლესიას უწოდებენ.
ლუთერანობას დიდი გავლენა ჰქონდა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებზე. ძლიერი იყო ლუთერანობის გავლენა მუსიკოსებზე, იოჰან სებასტიან ბახზე, მიხაილ პრეტორუსზე, ჰაინრიხ შიუცზე. ლუთერანობობას გავლენა ჰქონდა ფილოსოფიაზეც.