მარია ჯუზეპინა სავოიელი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარია ჯუზეპინა სავოიელი (იტალ. Maria Giuseppina di Savoia, ფრანგ. Marie Joséphine de Savoie; დ. 2 სექტემბერი, 1753 — გ. 13 ნოემბერი, 1810) — სავოიის დინასტიის წარმომადგენელი. სარდინიის მეფე ვიტორიო ამადეო III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია ანტონია ფერდნანდა ესპანელის ასული. პროვანსის გრაფინია, ანჟუსა და ვანდომის ჰერცოგინია 1771-95 და საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი 1795-1810 წლებში როგორც ლუი XVIII-ის მეუღლე. საფრანგეთის რევოლუციის გამო გარდაიცვალა დევნილობაში, ბრიტანეთის სამეფო კარზე.
სწრაფი ფაქტები მარია ჯუზეპინა სავოიელი, პროვანსის გრაფინია ...
მარია ჯუზეპინა სავოიელი | |
---|---|
პროვანსის გრაფინია | |
მმართ. დასაწყისი: | 16 აპრილი, 1771 |
მმართ. დასასრული: | 8 ივნისი, 1795 |
წინამორბედი: | ჟანა ლოთარინგიელი |
მემკვიდრე: | შეუერთდა დომენს |
საფრანგეთისა და ნავარის ტიტულარული დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 8 ივნისი, 1795 |
მმართ. დასასრული: | 13 ნოემბერი, 1810 |
წინამორბედი: | მარი ანტუანეტ ავსტრიელი |
მემკვიდრე: | მარი ტერეზ ფრანგი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 2 სექტემბერი, 1753 |
დაბ. ადგილი: | ტურინი, სარდინიის სამეფო |
გარდ. თარიღი: | 13 ნოემბერი, 1810, (57 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლონდონი, გაერთიანებული სამეფო |
დაკრძ. ადგილი: | კალიარი, სარდინია, იტალია |
მეუღლე: | ლუი XVIII, საფრანგეთის მეფე |
სრული სახელი: | მარია ჯუზეპინა ლუიჯია |
მამა: | ვიტორიო ამადეო III, სარდინიის მეფე |
დედა: | მარია ანტონია ფერნანდა ესპანელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
დახურვა