მეგობრები (ტელესერიალი)
From Wikipedia, the free encyclopedia
„მეგობრები“ (ინგლ. Friends) — ამერიკული სატელევიზიო სიტკომი, რომელიც ნიუ-იორკში მანჰეტენზე მცხოვრები ექვსი საუკეთესო მეგობრის ცხოვრებას ასახავს. მისი შემქმნელები იყვნენ დევიდ კრეინი და მართა კაუფმანი. სერიალი 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო პროექტი გახდა და უამრავი ჯილდო, მათ შორის სამი „ემი“ მიიღო.
მეგობრები | |
---|---|
ლოგო | |
ავტორი | დევიდ კრეინი, მართა კაუფმანი |
მონაწილეობენ |
ჯენიფერ ენისტონი კორტნი კოქსი მეთიუ პერი მეტ ლებლანკი დევიდ შვიმერი ლიზა კუდროუ |
მთავარი თემა |
I'll Be There for You by The Rembrandts |
კომპოზიტორ(ებ)ი |
მაიკლ სკლოფი ელი უილისი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 10 |
ეპიზოდი | 236 (ეპიზოდების სია) |
წარმოება | |
ხანგრძლივობა | 22 წთ. |
ორიგინალური არხი | NBC |
ჩვენების ფორმატი |
480i (PsF 4:3 SDTV) 1080i (PsF 16:9 HDTV) |
ეთერში | 22 სექტემბერი, 1994 (1994-09-22) — 6 მაისი, 2004 (2004-05-06) |
დაკავშირებული შოუები | ჯოუი (2004–2006) |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
სერიალის (თავდაპირველად ერქვა „ჩვენნაირი მეგობრები“, ინგლ. „Friends Like Us“) ტრანსლირება დაიწყო ამერიკულ არხზე NBC (1994 წლის 22 სექტემბრიდან 2004 წლის 6 მაისამდე). ფინალურმა ეპიზოდმა მეოთხე ადგილი დაიკავა ტელესერიალთა უკანასკნელი ეპიზოდების რეიტინგში — პირდაპირ ეთერში იგი 52,5 მილიონმა ადამიანმა იხილა.
1994-2004 წლებში გადაიღეს სერიალის 10 სეზონი (საერთო ჯამში 236 ეპიზოდი). მისი ჩვენება დიდი წარმატებით განხორციელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოში მისი ჩვენება 2007 წლიდან დაიწყო საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, თუმცა „მეგობრების“ ქართველი გულშემატკივრები ძირითადად რუსული ტელეარხებიდან იცნობდნენ მას. რუსეთში იგი ტელეარხებმა РТР, СТС და Ren-TV-მ აჩვენეს.