მეტალისტი ხარკივი (საფეხბურთო კლუბი)
უკრაინული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ხარკოვიდან / From Wikipedia, the free encyclopedia
მეტალისტი ხარკივი (უკრ. ФК «Металіст» Харків) — უკრაინული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ხარკივიდან. ჩამოყალიბდა 1925 წლის 11 დეკემბერს და იარსება 2016 წლის 19 აპრილამდე. საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1988), უკრაინის ვიცე-ჩემპიონი (2013) და შვიდგზის ბრინჯაოს პრიზიორი, უკრაინის თასის გათამაშების ფინალისტი (1992). 2015–16 წლის სეზონის დასრულების შემდეგ ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე კლუბმა დაკარგა პროფესიონალური საფეხბურთო კლუბის სტატუსი. 2016 წლის 19 აპრილს ხარკივის „მეტალისტმა“ ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა.
სწრაფი ფაქტები სრული სახელი, დაარსდა ...
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი „მეტალისტი“ ხარკივი | ||
---|---|---|---|
დაარსდა | 11 დეკემბერი, 1925; 98 წლის წინ (1925-12-11) | ||
გაუქმდა | 19 აპრილი, 2016; 8 წლის წინ (2016-04-19) | ||
სტადიონი |
„მეტალისტი“, ხარკივი, უკრაინა (2016 წლის 19 აპრილამდე)[1] (ტევადობა: 40 003) | ||
ლიგა | უკრაინის პრემიერლიგა | ||
2015–16 | მე-10 ადგილი (ბოლო სეზონი) | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
დახურვა