მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2002: ფინალი
From Wikipedia, the free encyclopedia
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2002-ის ფინალი გაიმართა 2002 წლის 30 ივნისს, იოკოჰამაში, საერთაშორისო სტადიონზე. ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა დაამარცხა გერმანიის ეროვნული ნაკრები, ანგარიშით 2-0. ორივე გოლი გაიტანა ტურნირის ბომბარდირმა რონალდომ, რითაც მან ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის მეხუთე ტიტული მოუპოვა. ეს ამ გუნდების პირველი მატჩი იყო მსოფლიო ჩემპიონატებზე.
მთავარი სტატია: მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2002.
სწრაფი ფაქტები ტურნირი, გერმანია ...
ტურნირი | მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2002 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
თარიღი | 30 ივნისი 2002 | ||||||
არენა | საერთაშორისო სტადიონი, იოკოჰამა | ||||||
საუკეთესო ფეხბურთელი | რონალდო | ||||||
მსაჯი | პიერლუიჯი კოლინა (იტალია) | ||||||
დასწრება | 69,029 | ||||||
← 1998 2006 → |
დახურვა
ბრაზილიამ მოიგო ჩემპიონატის შვიდივე მატჩი დამატებითი დროსა და პენალტების სერიის გარეშე, რაც მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდია. გერმანიამ წააგო მეოთხე ფინალური მატჩი, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. ამავე დროს, ეს მატჩი იყო ზედიზედ მესამე ფინალი ბრაზილიელი კაფუსთვის, რომელმაც ითამაშა 1994 წლისა და 1998 წლის ფინალებში, რაც მსოფლიო რეკორდია.