პანამერიკული თამაშები
From Wikipedia, the free encyclopedia
პანამერიკული თამაშები — უმთავრესი სპორტული ღონისძიება ამერიკის კონტინენტზე, რომელიც ამჟამად მხოლოდ ზაფხულის თამაშებს მოიცავს, წარსულში კი ზამთრის სპორტის სახეობებსაც მოიცავდა. სხვადასხვა შეჯიბრებაში მონაწილეობას ათასობით ათლეტი იღებს. პანამერიკული თამაშები მეორე უმსხვილესი მრავალსპორტული ღონისძიებაა ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ. შეჯიბრებებში მონაწილებოსა მხოლოდ ამერიკის კონტინენტის ქვეყნები იღებენ და ის ოთხ წელში ერთხელ, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინა წელს იმართება. 1990 წელს ასევე ჩატარდა ზამთრის პანამერიკული თამაშები. თამაშები ბოლოს 2011 წელს გვადალახარაში გაიმართა, შემდეგი კი 2015 წელს ტორონტოში ჩატარდება. 2007 წლიდან, მასპინძელი ქალაქი პარალელურად ორგანიზებას უწევს პარაპანამერიკულ თამაშებებს, რომელშიც ერთმანეთს შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები ეჯიბრებიან. ეს თამაშები პანამერიკული თამაშების დასრულებისთანავე იწყება. თამაშებს ხელმძღვანელობს პანამერიკული სპორტის ორგანიზაცია (PASO), რომლის სტრუქტურაცა და მოქმედებებიც ოლიმპიური ქარტიითაა განსაზღვრული.
პანამერიკული თამაშების მოძრაობა შედგენა საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისგან, რომლებიც აღიარებულია PASO-ს მიერ; ასევე თითოეული თამაშის საორგანიზაციო კომიტეტისგან. როგორც გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, PASO-ს კომპეტენციაში შედის მასპინძელი ქალაქის შერჩევა. მასპინძელი ქალაქი ოლიმპიური ქარტიისა და წესების ფარგლებში პასუხისმგებელია ღონისძიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე. თამაშების პროგრამას, ასევე იმას, თუ სპორტის რომელი სახეობა შევა მასში, ასევე PASO განსაზღვრავს. თამაშების მიმდინარეობა ასევე მოიცავს მრავალ რიტუალსა და სიმბოლოს, მათ შორის დროშასა და ჩირაღდანს, ისევე როგორც გახსნისა და დახურვის ცერემონიალებს. პანამერიკულ თამაშებში, სპორტის 36 სახეობაში 5 000-მდე სპორტსმენი იღებს მონაწილეობას, სულ 400-მდე ღონისძიებაში. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულნი შესაბამისად იღებენ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს.