პელოპონესის ნახევარკუნძული
From Wikipedia, the free encyclopedia
პელოპონესი (ბერძ. Πελοπόννησος) — ნახევარკუნძული და გეოგრაფიული რეგიონი საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში. 1893 წლიდან, მას შემდეგ რაც გაიყვანეს კორინთოს არხი, იგი ტექნიკურ კუნძულად იქცა. გვიანდელი შუა საუკუნეების საბერძნეთში ოტომანთა ბატონობის დროს, ნახევარკუნძული ცნობილი იყო როგორც მორეა (ბერძ. Μωρέας). ეს დასახელება სასაუბრო თურქულში დღემდე გამოიყენება.
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: პელოპონესის პერიფერია. |
ნახევარკუნძული 1987 წლის რეფორმამდე საბერძნეთის ადმინისტრაციული რეგიონი იყო, ამჟამად კი მისი ტერიტორია სამი პერიფერიის შემადგენლობაშია მოქცეული: უდიდესი ნაწილი ეკუთვნის პელოპონესის პერიფერიას, ხოლო დანარჩენი ნაწილები დასავლეთ საბერძნეთის და ატიკას პერიფერიებს.