პროტექტორატი
From Wikipedia, the free encyclopedia
პროტექტორატი დაფუძნებულია ორ სახელმწიფოს შორის ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც ერთი მხარე თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ დაიცავს მეორე მხარეს საგარეო თავდასხმის შემთხვევაში. ამის საპასუხოდ, პროტექტორატში მყოფი სახელმწიფო ვალდებულებას იღებს არ იმოქმედოს პროტექტორის წინააღმდეგ და მესამე სახელმწიფოსთან ურთიერთობაში გაითვალისწინოს პროტექტორი სახელმწიფოს ინტერესები. სახელმწიფო, რომლის მიმართაც ხორციელდება პროტექტორატი, არ კარგავს თავის სახელმწიფოებრიობას.