ჟაკ ნეკერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჟაკ ნეკერი (ფრანგ. Jacques Necker; დ. 30 სექტემბერი, 1732 — გ. 9 აპრილი, 1804) — შვეიცარიული წარმოშობის ფრანგი პოლიტიკური ფიგურა, მეფე ლუი XVI-ის ფინანსების გენერალური კონტროლიორი. მას ეს თანამდებობა საფრანგეთის დიდი რევოლუციის დაწყებამდე, 1789 წლამდე ეჭირა. ნეკერის ქალიშვილი იყო ფრანგი მწერალი და მოაზროვნე ჟერმენ დე სტალი.