რონალდ კუმანი
From Wikipedia, the free encyclopedia
რონალდ კუმანი (ნიდერლ. Ronald Koeman (?·i); დ. 21 მარტი, 1963, ზაანდამი, ნიდერლანდები) — ნიდერლანდელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა მცველისა და ნახევარმცველის პოზიციაზე. იყო საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი. შეტევაში იყო ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალურ მცველებს შორის, გამოირჩეოდა ზუსტი დარტყმებით შორიდან, განსაკუთრებით საჯარიმო დარტყმებით.
კუმანი 2014 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რონალდ კუმანი | ||
დაბადების თარიღი | 21 მარტი, 1963 (1963-03-21) (61 წლის) | ||
დაბადების ადგილი | ზანდამი, ნიდერლანდები | ||
სიმაღლე | 181 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი / ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1980–1983 | გრონინგენი | 90 | (33) |
1983–1986 | აიაქსი | 94 | (23) |
1986–1989 | პსვ | 98 | (51) |
1989–1995 | ბარსელონა | 192 | (67) |
1995–1997 | ფეიენორდი | 61 | (19) |
სულ | 535 | (193) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1982–1994 | ნიდერლანდები | 78 | (14) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1997–1998 | ნიდერლანდები (თანაშემწე) | ||
1998–2000 | ბარსელონა (თანაშემწე) | ||
2000–2001 | ვიტესი | ||
2001–2005 | აიაქსი | ||
2005–2006 | ბენფიკა | ||
2006–2007 | პსვ | ||
2007–2008 | ვალენსია | ||
2009 | ალკმარი | ||
2011–2014 | ფეიენორდი | ||
2014–2016 | საუთჰემპტონი | ||
2016–2017 | ევერტონი | ||
2018–2020 | ნიდერლანდები | ||
2020–2021 | ბარსელონა | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
მიუხედავად იმისა, რომ კუმანი ცენტრალური მცველი იყო, ჰოლანდიელმა სახელი გაითქვა თავისი ბომბარდირული თვისებებითაც. მას მცველებს შორის ყველაზე მეტი - 207 გოლი აქვს გატანილი. კუმანი ცნობილი იყო თავისი საჯარიმო დარტყმებით, საიდანაც ბევრი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. 1992 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში მის მიერ დამატებით დროში გატანილმა საჯარიმომ „ბარსელონას“ პირველად მოაგებინა ეს ტიტული. ამ გოლით იგი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც უეფა-ს ზედიზედ ორი სხვადასხვა ტურნირის ფინალში აქვს გატანილი.
ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობაში კუმანმა 1990 და 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატები ჩაატარა. სულ კი 78 მატჩში ეროვნული გუნდის სასარგებლოდ 14 გოლი გაიტანა.