სიუდად დეპორტივა ჟოან გამპერი
From Wikipedia, the free encyclopedia
სიუდად დეპორტივა ჟოან გამპერი (კატ. Ciutat Esportiva Joan Gamper) — საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სპორტული კომპლექსი, გაიხსნა 2006 წლის 1 ივნისს.
სწრაფი ფაქტები მდებარეობა, გაიხსნა ...
მდებარეობა | სან-ჟოან-დესპი, ესპანეთი |
---|---|
გაიხსნა | 1 ივნისი 2006 |
საფარი | 136.839 მ² |
გუნდები | |
საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ |
დახურვა
მდებარეობს ქალაქ სან-ჟოან-დესპიში, ბარსელონას მახლობლად. საერთო ფართობია 136.839 მ², ის განაგებს „ბარსელონას“ პირველი, მეორე და უფრო დაბალი შემადგენლობების მომზადების ინფრასტრუქტურას. კომპლექსი შედგება ცხრა საფეხბურთო მოედნისგან, მეკარეებისთვის ბუნებრივსაფარიანი სამწვრთნელო ბანაკისა და სპორტული პავილიონისგან.
ამ კომპლექსის სრული რეალიზაციისთვის გამოყოფილია € 8,8 მლნ.