ტომას სტერნზ ელიოტი (ინგლ. Thomas Stearns Eliot; დ. 26 სექტემბერი 1888 — გ. 4 იანვარი 1965) — წარმოშობით ამერიკელი, ბრიტანელი ესეისტი, გამომცემელი, დრამატურგი, ლიტერატურის კრიტიკოსი, მოაზროვნე და „მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი პოეტი“[36]. 25 წლის ასაკში, 1914 წელს, ის მშობლიური აშშ-დან დიდ ბრიტანეთში გადავიდა, დასახლდა, მუშაობა განაგრძო და იქვე დაქორწინდა. ელიოტის პოემა — „ალფრედ პრიუფროკის სიყვარულის სიმღერა“ — მოდერნისტული მიმდინარეობის შედევრად მიიჩნევა. ამ პოემას ინგლისურ ლიტერატურაში სხვა, კარგად ცნობილი, პოემები მოჰყვა: „ნარჩენთა მიწა“, (1922), „გამოფიტული კაცი“, (1925), „ოთხშაბათის ფერფლი“ (1930) და „ოთხი კვარტეტი“ (1945).[37]. ელიოტი ცნობილია თავისი შვიდი პიესითაც, უმეტესად, ლირიკული დრამით — მკვლელობა კათედრალში (1935). მწერალს 1948 წელს ნობელის პრემია გადაეცა ლიტერატურის დარგში, „მისი, როგორც თანამედროვე პოეზიის ნოვატორის აღსანიშნავი ღვაწლისათვის“[38].[39] იყო დიდი ბრიტანეთის ღირსების ორდენის კავალერი. XX საუკუნის ერთ-ერთი ავტორიტეტული პიროვნება. ელიოტი იყო ღრმად მორწმუნე ქრიატიანი. ზოგიერთი თანამედროვე მას ბრალს სდებდა ანტისემიტიზმში. ელიოტი იყო ცნობილი ამერიკელი პოეტისა და ინგლისურენოვანი მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი დამაარსებლის — ეზრა ფაუნდის — თანამოაზრე.
სწრაფი ფაქტები ტომას სტერნზ ელიოტი, დაბადების თარიღი ...
ტომას სტერნზ ელიოტი |
---|
ინგლ. T. S. Eliot |
|
დაბადების თარიღი |
26 სექტემბერი, 1888(1888-09-26)[1] [2] [3] [4] [4] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [17] [18] [19] |
---|
დაბადების ადგილი |
სენტ-ლუისი[20] [17] [17] |
---|
გარდაცვალების თარიღი |
4 იანვარი, 1965(1965-01-04)[1] [2] [3] [4] [4] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [17] [17] [18] [19] (76 წლის) |
---|
გარდაცვალების ადგილი |
კენსინგტონი, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
---|
დასაფლავებულია |
Church of Saint Michael |
---|
საქმიანობა |
დრამატურგი[18] , პოეტი[17] [17] [21] [18] , ესეისტი[18] , ლიტერატურული კრიტიკოსი[18] , სოციალური კრიტიკოსი, ნოველისტი, უნივერსიტეტის პროფესორი, სცენარისტი, ლირიკოსი, საბავშვო მწერალი, ჟურნალისტი და კრიტიკოსი |
---|
ენა |
ინგლისური ენა |
---|
მოქალაქეობა |
აშშ[22] [23] [24] გაერთიანებული სამეფო[25] [26] [24] |
---|
ალმა-მატერი |
პარიზის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, მერტონის კოლეჯი, მილტონის აკადემია, ჰარვარდის კოლეჯი და Eliot House |
---|
ჟანრი |
პოეზია[27] და მხატვრული ლიტერატურა[27] |
---|
Magnum opus |
უნაყოფო მიწა და ოთხი კვარტეტი |
---|
ჯილდოები |
ნობელის პრემია ლიტერატურაში[28] [29] , თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი[30] , ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის[31] , Emerson-Thoreau Medal, ლოურენს ოლივიეს პრემია საუკეთესო ახალი მიუზიკლისათვის, ტონის ჯილდო საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის[32] , Tony Award for Best Book of a Musical, საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, ღირსების ორდენი და ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი |
---|
მეუღლე |
ვივიენ ჰაი-ვუდ ელიოტი[33] [34] და ვალერი ელიოტი[35] [34] |
---|
- :::დანტე ალიგიერი, კირიაკოს ჩარალამბიდესი, ჯონ დონი, ალფრედ ტენისონი, ჯეიმზ ფრეიზერი, პუბლიუს ვერგილიუს მარონი, ჯონ რესკინი, ეზრა პაუნდი, ჯილბერტ ქეის ჩესტერტონი, მეთიუ არნოლდი, რობერტ ბრაუნინგი, სემუელ ჯონსონი, პოლ ვალერი, ფრენსის ჰერბერტ ბრედლი, ჟიულ ლაფორგი, შარლ მორასი, ეველინ ანდერჰილი, რიჩარდ კრეშო, უილიამ ბატლერ იეიტსი, შარლ ბოდლერი, უილიამ შექსპირი, ჯონ მილტონი, ჰომეროსი, ჩარლზ დიკენსი, უოლტ უიტმენი, სტეფან მალარმე, ჯოზეფ კონრადის ბნელეთის გული, იმანუელ კანტი და ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
|
ხელმოწერა |
|
---|
|
დახურვა