ტოგო
From Wikipedia, the free encyclopedia
ტოგოს რესპუბლიკა — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. 1960 წლიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოა. გაეროს წევრი გახდა 1960 წელს. ტოგო აფრიკული ერთიანობის ორგანიზაციის წევრია.
ტოგოს რესპუბლიკა République Togolaise ტოგო |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
ჰიმნი: Salut à toi, pays de nos aïeux |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ლომე 6°07′ ჩ. გ. 1°13′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ფრანგული ენა | |||||
მთავრობა | დიქტატურა | |||||
- | პრეზიდენტი | ფაურე გნასინგბე | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 56 785 კმ2 (125-ე) | ||||
- | წყალი (%) | 4.2 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2005 შეფასებით | 6,1 მლნ (102-ე) | ||||
- | 2020 აღწერა | 8,608,444 | ||||
- | სიმჭიდროვე | 108 კაცი/კმ2 (93-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2005 შეფასებით | |||||
- | სულ | $8.945 მილიარდი (144-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $1,700 (193-ე) | ||||
აგი (2007) | 0.512 (საშუალო) (152-ე) | |||||
ვალუტა | CFA ფრანკი (XOF ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC±00:00 | |||||
ქვეყნის კოდი | TGO | |||||
Internet TLD | .tg | |||||
სატელეფონო კოდი | 228 |
ქვეყანას დასავლეთიდან ესაზღვრება განა, აღმოსავლეთიდან ბენინი და ჩრდილოეთიდან ბურკინა-ფასო. ქვყენის სამხრეთით მდებარეობს გვინეის ყურე, რომლის სანაპიროზეც მდებარეობს დედაქალაქი ლომე. ქვეყნის ფართობი 57000 კვადრატული კილომეტრია (22,008 კვადრატული მილი), რის გამოც, ის აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა. მოსახლეობა 8.6 მილიონია. ტოგო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო ქვეყანაა, რომლის სიგანეც 115 კმ-ზე (71 მ) ნაკლებია.
მე-16 საუკუნიდან მე-18 საუკუნემდე სანაპირო რეგიონი ევროპელებისთვის მთავარი სავაჭრო ცენტრი იყო მონების შესაძენად, რითაც ტოგომ და მიმდებარე რეგიონმა მიიღო სახელწოდება ,,მონათა სანაპირო". 1884 წელს გერმანიამ ტოგო და მისი მიმდებარე ტერიტორია თავის შემადგენლობად გამოაცხდა და ტოგოლენდი უწოდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ტოგოს მმართველობა საფრანგეთის ხელში გადავიდა. 1960 წელს ტოგომ საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1967 წელს გნასსინგბე ეიადემამ წარმატებული სამხედრო გადატრიალება მოაწყო, რომლის შემდეგაც ის ანტიკომუნისტური, ერთპარტიული სახელმწიფოს პრეზიდენტი გახდა. 1993 წელს ეიადემამ მოაწყო მრავალპარტიული არჩევნები, სადაც გაყალბების შედეგად მესამე ვადით გახდა პრეზიდენტი. მისი გარდაცვალების შემდეგ, ეიადემა თანამედროვე აფრიკის ისტორიაში ყველაზე დიდხნიანი მმართველის სტატუსი მოიპოვა. ის ტოგოს 38 წლის განმავლობაში მართავდა. 2005 წელს მისი შვილი, ფორ გნასინგბე ტოგოს პრეზიდენტად აირჩიეს.