უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2008-2009
From Wikipedia, the free encyclopedia
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2008-2009 წლების სეზონის გათამაშება — რიგით 54-ე ევროპის საუკეთესო კლუბებს შორის და რიგით მე-17 ჩემპიონთა ლიგის ფორმატით. ფინალი ჩატარდა 2009 წლის 27 მაისს, სტადიო ოლიმპიკოზე (ქ. რომი, იტალია). ეს იყო მერვე ფინალი იტალიაში და მეოთხე ფინალი ამ სტადიონზე. აღნიშნულ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მოქმედი ჩემპიონი „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ბარსელონა“, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ბოლოს 2006 წელს ჰქონდა მოგებული. შეხვედრა ესპანელების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 2-0. გოლები სამუელ ეტოომ და ლიონელ მესიმ გაიტანეს. ამ გამარჯვებით „ბარსელონამ“ ე.წ. ტრებლი შეასრულა, რაც სამივე ტურნირის (ჩემპიონატი, თასი, ჩემპიონთა ლიგა) მოგებას ნიშნავს, რომელზეც კლუბი გამოდის. ტურნირის დებიუტანტები იყვნენ „ანორთოსისი“ (კვიპროსი), „ბატე“ (ბელარუსი), „კლუჟი“ (რუმინეთი) და „ზენიტი“ (რუსეთი).
თარიღი | 15 ივლისი, 2008 - 27 მაისი, 2009 |
---|---|
გუნდების რაოდენობა |
32 (ჯგუფური ეტაპი) 77 (კვალიფიკაცია) |
თამაშების რაოდენობა სულ | 125 |
გატანილი გოლი | 329 (2.63 საშუალოდ მატჩში) |
ბომბარდირები |
ლიონელ მესი (9 გოლი) |