უეფა-ს თასების მფლობელთა თასი
From Wikipedia, the free encyclopedia
უეფა-ს თასების მფლობელთა თასი (ინგლ. UEFA Cup Winners' Cup) — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი ევროპის ქვეყნების კლუბებს შორის, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ეროვნულ სათასო პირველობებში გამარჯვებული კლუბები. პირველი გათამაშება გაიმართა 1960–61 წლებში, ბოლო — 1998–99 წლებში, რის შემდეგაც ტურნირი გაერთიანდა უეფა-ს თასთან (მოგვიანებით ევროპა ლიგა)[1].
დაარსდა | 1960 |
---|---|
გაუქმდა | 1999 |
რეგიონი | ევროპა (უეფა) |
გუნდების რაოდენობა | 32 |
ყველაზე ტიტულ. გუნდი | „ბარსელონა“ (4-ჯერ) |
მოქმედი გამარჯვებული | „ლაციო“ (1-ელ) |
გათამაშება 1960 წელს დაარსდა ევროპის შვიდი ქვეყნის − უნგრეთის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, ჩეხოსლოვაკიის, იუგოსლავიის, ავსტრიის, იტალიისა და შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციათა ინიციატივით[2]. დასაწყისიდან 1994 წლამდე ტურნირის ოფიციალური სახელწოდება იყო ევროპის თასების მფლობელთა თასი, ხოლო 1994 წლის შემდეგ უეფა-ს თასების მფლობელთა თასი ეწოდა.
1972 წლიდან, თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული ჩემპიონთა თასის (მოგვიანებით ჩემპიონთა ლიგა) გამარჯვებულს ხვდებოდა უეფა-ს სუპერთასის მატჩში.
თასების მფლობელთა თასი ითვლებოდა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ. ტურნირის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია „ბარსელონა“, რომელმაც 4-ჯერ მოიგო ტიტული. სულ, თასების მფლობელთა თასი 32 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული. გათამაშების უკანასკნელი გამარჯვებულია რომის „ლაციო“.