უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგა
უკრაინის ყოვლეწლიური ჩემპიონატის უმაღლესი დივიზია / From Wikipedia, the free encyclopedia
უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგა (უკრ. Українська Прем'єр-ліга) — პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა უკრაინული კლუბებისთვის. წარმოადგენს უკრაინის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. სეზონი იწყება ივლისში და მთავრდება მაისში. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს 12 კლუბი. სეზონის ბოლოს, მე-11 და მე-12 ადგილებზე გასულ გუნდებს ანაცვლებს პირველ ლიგაში პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები.
სწრაფი ფაქტები ქვეყანა, კონფედერაცია ...
ქვეყანა | უკრაინა |
---|---|
კონფედერაცია | უეფა |
დაარსდა | 1992 |
დივიზიონები | 1 |
კლუბ. რაოდენობა | 16 |
ქვეითდება | პირველი ლიგა |
საშინაო თასები |
უკრაინის თასი უკრაინის სუპერთასი |
საერთაშ. თას(ებ)ი |
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა უეფა-ს ევროპა ლიგა |
მოქ. ჩემპიონი | „შახტარი“ დონეცკი (14-ჯერ) |
ყველაზე ტიტულოვანი | „დინამო“ კიევი (16-ჯერ) |
საიტი | ოფიციალური საიტი |
დახურვა
უკრაინის ჩემპიონატი შეიქმნა 1992 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის და მისი ჩემპიონატის გაუქმების შემდეგ. ყველაზე მეტჯერ ქვეყნის ჩემპიონი კიევის „დინამო“ გახდა, რომელმაც 15-ჯერ მოიპოვა ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია დონეცკის „შახტარი“.