ფემინიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფემინიზმი (ლათ. femina — „ქალი“) — საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების აღიარება და მათი გათანასწორება მამაკაცებთან ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა.
ფემინიზმი მოიცავს სოციოლოგიურ თეორიებს, პოლიტიკურ და ფილოსოფიურ მოძრაობებს, რომლებიც ეხება ქალთა მდგომარეობას სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში.
არსებობს მრავალი სახის ფემინიზმი: ლიბერალური, რადიკალური, ლესბოსური, ეკოფემინიზმი, მარქსისტული, ანარქისტული, ე.წ. შავი ფემინიზმი, ანტირასისტული, ეგალიტარული, კულტურული, ნეოფემინიზმი, პოსტკოლონიალური, ფსიქოანალიტიკური, ჰუმანური, პოსტსტრუქტურალისტური, პოსტმოდერნისტული და ა.შ
მათი საერთო მახასიათებელი და გამაერთიანებელი ღერძი კი ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობის მოთხოვნა და ზოგადად საზოგადოებისთვის, მათ შორის თვით ქალებისთვისაც, ცნობიერების ამაღლებაა.