ფრედერიკ I
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრედერიკ I (დან. Frederik 1., ნორვ. Frederik I; დ. 7 ოქტომბერი, 1471 — გ. 10 აპრილი, 1533) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის მეფე კრისტიან I-ისა და დედოფალ დოროთეა ბრანდენბურგელის ნაბოლარა ვაჟი. 1523 წელს ტახტიდან ჩამოაგდო თავისი ძმისწული, კრისტიან II და თავად გახდა დანიისა და ნორვეგიის მეფე. მის პერიოდში განხორციელდა პროტესტანტული რეფორმაცია, რა დროსაც დანია და ნორვეგია კათოლიციზმიდან ლუთერანობაზე გადავიდა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მეფობისა, იგი არასდროს სწვევია ნორვეგიას და არც არასდროს კურთხეულა ნორვეგიის მეფედ. იგი იყო მამა, დანიისა და ნორვეგიის მეფე კრისტიან III-ისა და წინაპარი რუსეთის იმპერატორ პეტრე III-ისა.
სწრაფი ფაქტები დანიისა და ნორვეგიის მეფე, კორონაცია: ...
ფრედერიკ I | |
---|---|
დანიისა და ნორვეგიის მეფე | |
კორონაცია: | 7 აგვისტო, 1524, კოპენჰაგენი |
მმართ. დასაწყისი: | 20 იანვარი, 1523 |
მმართ. დასასრული: | 10 აპრილი, 1533 |
წინამორბედი: | კრისტიან II |
მემკვიდრე: | კრისტიან III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 7 ოქტომბერი, 1471 |
გარდ. თარიღი: | 10 აპრილი, 1533, (61 წლის) |
მეუღლე: |
ანა ბრანდენბურგელი (ქ. 1502 - გარდ. 1514) სოფია პომერანიელი (ქ. 1518) |
შვილები: |
კრისტიან III, დანიის მეფე დოროთეა, პრუსიის ჰერცოგინია ჰანს II, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგი ელიზაბეთი, მეკლენბურგის ჰერცოგინია ადოლფი, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი ანა დოროთეა, მეკლენბურგის ჰერცოგინია ფრედერიკი, შლეზვიგის ეპისკოპოსი |
დინასტია: | ოლდენბურგები |
მამა: | კრისტიან I, დანიის მეფე |
დედა: | დოროთეა ბრანდენბურგელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა