ქედი
გეოგრაფიული არეალი, რომელიც შეიცავს რამდენიმე გეოლოგიურად დაკავშირებულ მთას / From Wikipedia, the free encyclopedia
ქედი, მთიანი ქედი — დედამიწის ზედაპირის დიდი ამოზიდული ფორმა, მთების ერთობლიობა, რომელსაც აქვს გრძივი განფენილობა და მკაფიოდ გამოხატული თხემი, ერთიანი წყალგამყოფი ხაზის სახით, რომლის გასწვრივ განლაგებულია მნიშვნელოვანი მწვერვალები, და ფერდობები, რომლებიც ურთიერთსაწინამღდეგოდ არიან მიმართულნი. როგორც წესი, ქედი შედის მთიანეთის შემადგენლობაში. ქედის სიმაღლე, სიგრძე და ფორმა დამოკიდებულია მის წარმოშობაზე, განვითარების ისტორიასა და ფენების ლითოგრაფიულ შემადგენლობაზე.