ღვინო
From Wikipedia, the free encyclopedia
ღვინო — ალკოჰოლური სასმელი, წარმოებული ყურძნის წვენის ფერმენტაციით, თუმცა არსებობს სხვა ხილის ღვინოებიც, მათ შორის ქლიავის, შავი მაყვალის და მოცხარის. უყურძნოდ დამზადებულ ღვინოებს ხილის ან სოფლის ღვინოს უწოდებენ. სასმელები მიღებული სხვა ფერმენტირებადი მასალისგან, როგორიცაა თაფლი, ან მიღებული დისტილირების მეთოდით, როგორიცაა ბრენდი, ღვინის კატეგორიაში არ არის.