შოტლანდია
From Wikipedia, the free encyclopedia
შოტლანდია (შოტლ. Alba) — ქვეყანა კუნძულ ბრიტანეთის ჩრდილოეთით, რომელიც ესაზღვრება მხოლოდ ინგლისს. ქვეყანას აღმოსავლეთით აკრავს ჩრდილოეთის ზღვა, დასავლეთით კი ატლანტის ოკეანე და ირლანდიის ზღვა. შოტლანდია ერთ დროს დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო თავისი საკუთარი მთავრობით, ახლა კი იმ ოთხ ერს შორისაა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს აყალიბებს ერთ სახელმწიფოდ. 1603 წელს შოტლანდიის მეფე ჯეიმზ IV ინგლისის მეფეც გახდა და ჯეიმზ I ეწოდა. 1707 წელს შოტლანდიის პარლამენტი ინგლისის პარლამენტს შეუერთდა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტი გახდა. 1801 წელს კი დიდი ბრიტანეთი ირლანდიასთან გაერთიანდა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო წარმოიქმნა. თუმცაღა შოტლანდია დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის, ისტორიის მანძილზე მან საკუთარი კანონმდებლობა, სკოლა და უნიკალური კულტურა შეინარჩუნა. 1999 წლიდან შოტლანდიას საკუთარი პარლამენტი აქვს. ამის მიუხედავად, ძირითადი საკითხები მაინც ვესტმისტერიდან კონტროლდება. შოტლანდიის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დღესდღეობით ისევ დამოუკიდებლობა სურს.
შოტლანდია | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: „In My Defens God Me Defend“ | ||||||
ჰიმნი: „Flower of Scotland“ (დე ფაქტო) |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | ედინბურგი 55°57′ ჩ. გ. 3°12′ დ. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | გლაზგო | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური (დე ფაქტო) რეგიონ. ენები: შოტლანდიური, გელურ-შოტლანდიური |
|||||
მთავრობა | კონსტიტუციური მონარქია | |||||
- | მონარქი | ჩარლზ III | ||||
- | პირველი მინისტრი | ნიკოლა სტარჯონი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | ლიზ ტრასი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 78 772 კმ2 | ||||
- | წყალი (%) | 1,9 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2007 შეფასებით | 5 144 200 | ||||
- | 2001 აღწერა | 5 062 011 | ||||
- | სიმჭიდროვე | 65 კაცი/კმ2 | ||||
აგი (2003) | 0.939 (მაღალი) | |||||
ვალუტა | ფუნტი სტერლინგი (GBP ) |
|||||
დროის სარტყელი | WET (UTC +0სთ.) | |||||
- | ზაფხულის (DST) | WET (UTC +1სთ.) (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | GBR | |||||
Internet TLD | .uk¹ | |||||
სატელეფონო კოდი | 44 | |||||
¹ ასევე .eu, როგორც ევროპის კავშირის წევრი. |
შოტლანდიური დროშა ლურჯია თეთრი დიაგონალური ჯვრით. ეს წმინდა ანდრიას დროშაა, რომელიც შოტლანდიის მფარველ წმინდანად მიიჩნევა. შოტლანდიის ჩრდილოეთი მთიანია, ამიტომ, იქ ნაკლებია მოსახლეობა. ხალხის დიდი ნაწილი ქვემო, დაბლობ მხარესა და სანაპიროებზე ცხოვრობს. ცენტრალური შოტლანდიის სამხრეთი ნაწილიც მთა-გორიანია, თუმცა, უფრო ნაკლებად. დასავლეთ და ჩრდილოეთ სანაპიროებთან ბევრი კუნძულია. დედაქალაქია ედინბურგი, რომელიც აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. უდიდესი ქალაქი კი გლაზგოა, სადაც შოტლანდიელების თითქმის ნახევარი ცხოვრობს. შოტლანდიის დანარჩენი ქალაქებია აბერდინი, დანდი, ინვერნესი და სთირლინგი. უდიდესი კუნძულებია - ორკნი, შეტლანდი, ჰებრიდები. აქვს გარკვეული ავტონომიური უფლებები. ადმინისტრაციულად იყოფა 9 რეგიონად და 3 კუნძულოვან მხარედ.