ჰავაი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰავაი (ინგლ. Island of Hawai'i) — ვულკანური კუნძული, ჰავაის კუნძულების უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მდებარეობს წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. მისი ფართობი შეადგენს 4028 კვადრატულ მილს (10 432 კმ²) და ფართობის მხრივ აშშ-ში პირველი ადგილი უკავია, ხოლო მსოფლიოში 76-ე ადგილს იკავებს. ეს კუნძული შედის ჰავაის ოლქის შემადგენლობაში, რომელიც ჰავაის შტატის ერთ-ერთი ოლქია. ჰავაის ხშირად „დიდ კუნძულს" უწოდებენ. ეს ტერიტორიები პირველად კაპიტანმა ჯეიმზ კუკმა აღმოაჩინა.
ტერმინს „ჰავაი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ჰავაი (მრავალმნიშვნელოვანი). |