აბიანდა-ჩაამა
ქედი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში / From Wikipedia, the free encyclopedia
აბიანდა-ჩაამა[1][2] — განედური ანტიკლინური ქედი საქართველოში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეებს გუმისთასა და კელასურს შორის. მდინარე ბესლეთის სათავეებისა და გუმისთის მარცხენა შენაკად მთისუბნისწყლის წყალგამყოფი. სიგრძე 11-12 კმ, საშუალო სიმაღლე 1100 მ (მთები: აბიანდა - 921 მ, ჩაამა - 1260 მ). აგებულია ცარცული და მესამეული კირქვებით. ქედისათვის დამახასიათებელია რელიეფის კარსტული ფორმები. დაფარულია კოლხური ტიპის ფართოფოთლოვანი ტყით. ქედზე გადის ტურისტული მარშრუტი: სოხუმი - სოფ. შრომა და მთები: აბიანდა-ჩუმკუზბა-ძირხვა.
სწრაფი ფაქტები აბიანდა-ჩაამა ...
აბიანდა-ჩაამა | |
---|---|
კოორდინატები: 43°05′52″ ჩ. გ. 41°06′14″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | სოხუმის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | ჩაამა |
სიმაღლე | 1260 მ |
სიგრძე | 11-12 კმ |
ამგებელი ქანები | კირქვა |
დახურვა