ავადჰარა (კურორტი)
კურორტი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, საქართველოში / From Wikipedia, the free encyclopedia
ავადჰარა[1], აუადჰარა — კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. ავადჰარის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე ავადჰარის ხეობაში. ზღვის დონიდან 1600 მ, გუდაუთიდან 75 კმ. გარშემორტყმულია ნაძვის, სოჭისა და წიფლის ტყით დაფარული მთებით. იცის გრილი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი. დასახლება სეზონურია.[2]
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ავადჰარა (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები კურორტი, ქვეყანა ...
კურორტი | |
---|---|
ავადჰარა Ауадҳара | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 43°31′43″ ჩ. გ. 40°37′55″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1600 მ |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა