ავსტრალიის პარლამენტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ავსტრალიის პარლამენტი - საკანონმდებლო ორგანო, შედგება ორი პალატისაგან, წარმომადგენელთა პალატისა და სენატისაგან. პირველში სამი წლის ვადით 150 დეპუტატს ირჩევენ, სწორედ ამ პალატაში უმრავლესობის მქონე ლიდერი ხდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც სათავეში უდგას ავსტრალიის მთავრობას. სენატში ყოველი შტატი 12 სენატორით არის წარმოდგენილი, ტერიტორიები კი - ორ-ორი წევრით. სენატორთა არჩევის ვადა ექვსი წელია.
76 წევრიან ავსტრალიის სენატში, 32 ლეიბორისტი და ამდენივე ლიბერალია. სენატში ასევე შედიან:
- ხუთი ავსტრალიელი მწვანეები
- ოთხი ნაციონალები
- ორი ქვეყნის ლიბერალები
- სტივ ფილდინგი ფემილი ფირსტიდან
- დამოუკიდებელი ნიკ ხენოფინი