აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრი
From Wikipedia, the free encyclopedia
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურია აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი[1]. მას პრეზიდენტი წარადგენს მილი მეჯლისს. ხდება კანდიდატურის განხილვა. განხილვის შემდეგ, პარლამენტის თანხმობით, პრემიერ-მინისტრს ნიშნავს პრეზიდენტი. თუ ასეთი თანხმობა სამჯერ არ იქნა მიცემული, პრეზიდენტს შეუძლია დანიშნოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თანხმობის გარეშე[2]. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ექვემდებარება პრეზიდენტს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე[3].