აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აზერბაიჯანის სსრ (აზერ. Азәрбајҹан Совет Сосиалист Республикасы, Азәрбајҹан ССР) — თხუთმეტიდან ერთ-ერთი მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სსრ კავშირის შემადგენლობაში. დედაქალაქი — ქალაქი ბაქო.
აზერბაიჯანის სსრ აზერ. Азәрбајҹан ССР | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
ჰიმნი აზერბაიჯანის სსრ ჰიმნი | |||||||||
აზერბაიჯანის სსრ (წითლად) საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. | |||||||||
დედაქალაქი | ბაქო | ||||||||
ენა | აზერბაიჯანული | ||||||||
რელიგია | ათეიზმი | ||||||||
ფართობი | 86 600 კმ² | ||||||||
მოსახლეობა | 7 037 867 (1989 წლისთვის) | ||||||||
მმართველობის ფორმა | სოციალისტური რესპუბლიკა | ||||||||
შეიქმნა 1920 წლის 28 აპრილს. სსრკ-ის შექმნის შემდეგ შევიდა მის შემადგენლობაში როგორც მოკავშირე რესპუბლიკა. 1922 წლის 12 მარტიდან შედიოდა ამიერკავკასიის ფედერაციაში, ხოლო 1936 წლის 5 დეკემბერს უშუალოდ შევიდა სსრკ-ს შემადგენლობაში.
მდებარეობდა სსრკ სამხრეთი ნაწილის, ამიერკავკასიის აღმოსავლეთში. ესაზღვრებოდა რუსეთის სფსრ, საქართველოს სსრ, სომხეთის სსრ, თურქეთი და ირანი. ფართობი 86,6 ათ. კმ². მოსახლეობა 5042 ათ. კაცი (1969). დედაქალაქი ბაქო. აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკას ფართობის მიხედვით IX და მოსახლეობის მიხედვით VI ადგილი ეჭირა მოკავშირე რესპუბლიკათა შორის.
აზერბაიჯანის სსრ-ში შედიოდა ერთი ავტონომიური რესპუბლიკა (ნახიჩევანი), ერთი ავტონომიური ოლქი (მთიანი ყარაბაღი). რესპუბლიკა იყოფოდა 60 რაიონად, რომელშიც იყო 57 ქალაქი და 119 დაბა.