ათენის მეტროპოლიტენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ათენის მეტროპოლიტენი — საბერძნეთის დედაქალაქის ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთი წამყვანი სახეობა. ექსპლუატაციაში პირველად 1869 წელს შევიდა, ლონდონის მეტროპოლიტენზე ექვსი წლით ადრე, და მსოფლიოში რიგით მეორე მეტროპოლიტენი გახდა. თავდაპირველად წარმოადგენდა ცალლიანდაგიან მიწისზედა ტრასას, რომელზეც ორქთლმავალი დადიოდა. 1904 წელს ელექტროფიკაციისა და მეორე ლიანდაგის დამატების წყალობით, ათენის მეტრომ სრულფასოვანი მეტროპოლიტენის სახე შეიძინა.
2000 წლამდე მხოლოდ ერთი ხაზი იყო, მაგრამ, 2004 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის კიდევ ორი ხაზი - წითელი და ლურჯი დაამატეს, პირველ ხაზს კი კაპიტალური რემონტი ჩაუტარეს. აქედან გამომდინარე, ათენის მეტრო დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოდერნიზებულ და კეთილმოწყობილ მეტროპოლიტენად არის მიჩნეული.