აირის მთები
From Wikipedia, the free encyclopedia
აირის მთები, აგრეთვე ცნობილი როგორც აირის მასივი — მთების სამკუთხა მასივი ჩრდილოეთ ნიგერში, საჰარის უდაბნოს ტერიტორიაზე. წარმოადგენს მცენარეულობით დაფარულ ეკორეგიონს, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 1830 მეტრია, ხოლო მთლიანი ფართობი 84 000 კმ².[1] უდაბნოს შუაგულში, ზღვის დონიდან 500-900 მეტრზე მდებარე აირის პლატო წარმოქმნის კუნძულს, რომლის კლიმატიც სიცოცხლის მრავალგვარი ფორმის გავრცელებას უწყობს ხელს. აქ მრავლადაა მეცხოველეობისა და ფერმერული გაერთიანებები, ასევე გეოლოგიური და არქეოლოგიური ძეგლები. აღსანიშნავია რეგიონში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები, რომლებმაც ნათელი გახადა მისი პრეისტორიული წარსული.[2] აირის რეგიონში ერთ დროს ბინადრობდა საფრთხის ქვეშ მყოფი მოხატული სანადირო ძაღლი (Lycaon pictus), რომელიც ადამიანთა დასახლების გამო ამჟამად ამ რეგიონიდან მთლიანად გამქრალია.[3]
აირისა და ტენერეს ბუნების ნაკრძალი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ნიგერი |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, ix, x |
სია | |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 18°16′37″ ჩ. გ. 7°59′58″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1991 (მე-15 სესია) |
ნომერი | 573 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
აირის მთები თავის მხრივ მოიცავს კლდოვანი პლატოდან აღმართულ ცხრა თითქმის წრიულ მასივს, რომლებსაც აღმოსავლეთით ტენერეს უდაბნოს დიუნები ესაზღვრება. მთებში აღრიცხულია მცენარეთა 430-ზე მეტი სახეობა.
1991 წლიდან, აირის მთებისა და ტენერეს უდაბნოს ტერიტორიებზე შექმნილი ბუნების ნაკრძალი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.