ალახაძი
სოფელი აფხაზეთში, საქართველოში / From Wikipedia, the free encyclopedia
ალახაძი[2][3], ალაჰაძი (აფხ. Алаҳаӡы[4] [ალაჰაძჷ]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში, შავი ზღვის ნაპირზე, მდინარე ბზიფის მარჯვენა მხარეს, რკინიგზის ხაზთან. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 40 მ, შავი ზღვიდან 3 კმ, გაგრიდან 15 კმ.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ალახაძი აფხ. Алаҳаӡы | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არაფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გაგრის მუნიციპალიტეტი |
თემი | ალახაძი |
კოორდინატები | 43°13′06″ ჩ. გ. 40°18′09″ ა. გ. |
ოფიციალური ენა | აფხაზური ენა და რუსული ენა |
მოსახლეობა | 4277[1] კაცი (1989) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 (443) |
დახურვა
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.