ალექსანდრა ბურკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრა იმელდა სესელია ევენ ბურკი (ინგლ. Alexandra Imelda Cecelia Ewen Burke; დ. 25 აგვისტო, 1988, იზლინგტონი, ლონდონი, ინგლისი) — ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. 2008 წელს მოიგო The X Factor-ის მეხუთე სეზონი. მალევე კონტრაქტი გააფორმა ლეიბლთან Syco Music და გამოუშვა სინგლი „Hallelujah". გამოსვლიდან 24 საათში ნამუშევრის 105,000 ასლი გაიყიდა და გახდა 2008 წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლი დიდ ბრიტანეთში.
ალექსანდრა ბურკი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ალექსანდრა იმელდა სესელია ევენ ბურკი |
დაბ. თარიღი | 25 აგვისტო, 1988 (1988-08-25) (35 წლის) |
დაბ. ადგილი | დიდი ლონდონი[1] |
წარმოშობა | იზლინგტონი, ლონდონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი, სოული, ელექტრონული მუსიკა |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი |
აქტიური | 2005 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | alexandraburkeofficial.com |
ალექსანდრა ბურკი ვიკისაწყობში |
2009 წელს ბურკმა გამოუშვა თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომი Overcome. ნამუშევარი პირველ ადგილზე გავიდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტში. ალბომიდან გამოვიდა ოთხი სინგლი და ოთხივე კომპოზიცია მოხვდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტის სათავეში: „Hallelujah", „Bad Boys", „All Night Long" და „Start Without You“. ალბომმა დაიმსახურა Brit Awards-ის ნომინაციები. 2012 წელს გამოვიდა მუსიკოსის ახალი სინგლი „Elephant". ბურკის მეორე სტუდიური ალბომი Heartbreak on Hold გამოვიდა 2012 წლის ივნისში. 2018 წელს მან გამოუშვა მესამე სტუდიური ალბომი The Truth Is.
2014 წლის ივნისში ითამაშა მიუზიკლში The Bodyguard. 2017 წელს გამოვიდა BBC-ის საცეკვაო შოუში Strictly Come Dancing და მეორე ადგილი დაიკავა.