ალექსანდრე (ბიზანტია)
From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრე (ბერძ. Αλέξανδρος, ზოგჯერ მოიხსენიება, როგორც ალექსანდრე III[კ 1] დ. 870 — გ. 6 ივნისი, 913) — ბიზანტიის იმპერატორი 912 წლის 11 მაისიდან 913 წლის 6 ივნისამდე. იმპერატორ ბასილი I მაკედონელის ვაჟი. მისი ხანმოკლე მმართველობის პერიოდში იმპერიის საგარეო მდგომარეობა გართულდა. ბიზანტიას თავს დაესხნენ არაბები, გამწვავდა სიტუაცია ბულგარეთშიც. ისტორიული წყაროები ალექსანდრეს მიმართ საკმაოდ მტრულად არიან განწყობილნი და მრავალ უარყოფით თვისებას მიაწერენ.
სწრაფი ფაქტები ალექსანდრე, ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი ...
ალექსანდრე | |
---|---|
Αλέξανδρος | |
იმპერატორ ალექსანდრეს მოზაიკური პორტრეტი აია-სოფიას ტაძრიდან | |
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 11 მაისი, 912 |
მმართ. დასასრული: | 6 ივნისი, 913 |
წინამორბედი: | ლეონ VI |
მემკვიდრე: | კონსტანტინე VII |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 870 |
გარდ. თარიღი: | 6 ივნისი, 913 (43 წლის) |
დინასტია: | მაკედონელთა |
მამა: | ბასილი I |
დედა: | ევდოკია ინგერინა |
დახურვა