ალიკანტე
From Wikipedia, the free encyclopedia
ალიკანტე ან ალაკანტი (ესპ. Alicante) — საპორტო ქალაქი ესპანეთში, კოსტა-ბლანკას სანაპიროზე, ალიკანტეს პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს ვალენსიის რეგიონის სამხრეთ ნაწილში. წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვის ისტორიული პორტს. 2016 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 330 525 ადამიანს შეადგენდა და იყო ვალენსიის რეგიონის მეორე უდიდიდესი ქალაქი.[6] ახლომდებარე მუნიციპალიტეტების ჩათვლით, ალიკანტეს კონურბაციის მოსახლეობა 452 462 ადამიანს აღწევს.[7] 2014 წლის შეფასებით, მეტროპოლიური არეალის მოსახლეობა (ელჩესა და სხვა თანამგზავრი ქალაქების ჩათვლით) 757 085 კაცს შეადგენდა და წარმოადგენდა მერვე უდიდეს მეტროპოლიურ არეალს ესპანეთში.[8]
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ალიკანტე კატ. Alacant | |||||
| |||||
ქვეყანა | ესპანეთი | ||||
პროვინცია | ალიკანტეალიკანტე (პროვინცია)|ალიკანტე | ||||
კოორდინატები | 38°20′43″ ჩ. გ. 0°28′59″ დ. გ. | ||||
მერი | Luis Barcala[1] | ||||
დაარსდა | სავარ. ძვ. წ. 231[2] | ||||
ფართობი | 201.27 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 3 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | კატალანური ენა[3] [4] და ესპანური ენა | ||||
მოსახლეობა | 349 282 (2023)[5] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | 966 და 965 | ||||
საფოსტო ინდექსი | 03000–03016 | ||||
საავტომობილო კოდი | A | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.alacant.es | ||||
დახურვა