ამელია ერჰარტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ამელია მერი ერჰარტი (ინგლ. Amelia Mary Earhart, 1897 წლის 24 ივნისი - 1937 წლის 2 ივნისი, გარდაცვლილად გამოცხადდა 1939 წლის 5 იანვარს) - ავიაპიონერი[1], მფრინავი. პირველი ქალი, რომელმაც დამოუკიდებლად გადაიფრინა ატლანტის ოკეანის თავზე,[2] Distinguished Flying Cross ჯილდოს მფლობელი.[3] რამდენიმე წიგნი-ბესთსელერის ავტორი საკუთარი ფრენების შესახებ.
ამელია მერი ერჰარტი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1897 წლის 24 ივლისი ატჩისონი, კანზასი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
1937 წლის 2 ივლისი წყნარი ოკეანე |
პროფესია | პილოტი , მწერალი, ჟურნალისტი |
მეუღლე(ები) | ჯორჯ პალმერ პუტმანი |
მშობლები |
მამა: ედვინ ერჰარტი დედა: ემი ოტისი |
საიტი | http://ameliaearhart.com/ |
ხელმოწერა |
დიდი როლი შეასრულა ფორმირებაში და არჩეული იქნა პრეზიდენტად ქალი მფრინავების ორგანიზაციისა სახელწოდებით "ოთხოცდაცხრამეტი" (ინგლ. Ninety-Nines: International Organization of Women Pilots; აგრეთვე 99s).[4] 1935 წლიდან მოწვეული იქნა პურდუის უნივერსიტეტის საავიაციო ფაკულტეტის პროფესორად. ამელია ერჰარტი ცდილობდა ქალების მოზიდვას ავიაციის სფეროში და ურჩევდა მათ აერჩიათ პროფესიად. ასევე იყო ქალების ნაციონალური პარტიის წევრი და "თანაბარი უფლებების შესწორების" მიღების ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი.[5][6]
1937 წელს ორძრავიანი მსუბუქი თვითმფინავით - Lockheed Model 10 Electra დედამიწის გარშემო ფრენის მცდელობის დროს, რომელიც დაფინანსებული იყო პურდუის უნივერსიტეტის მიერ, ერჰარტი უგზო-უკვლოდ დაიკარგა წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში ჰოულენდის კუნძულის რაიონში. მისი ცხოვრება და კარიერა დღემდე ისტორიკოსების ყურადღების ცენტრშია და მისი გაუჩინარების საიდუმლო ჯერ კიდევ არ არის გახსნილი.[7]