ამერიკა
კონტინენტი / From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიკა[1][2] (ინგლ. Americas, ესპ. América, პორტ. América, ფრანგ. Amérique, კეჩ. Amirika, გუარ. Amérika, აიმ. Amërika, ნიდერლ. Amerika)[3] — ქვეყნის ნაწილი დასავლეთ ნახევარსფეროში, აგრეთვე ცნობილი როგორც ახალი მსოფლიო. აერთიანებს ორ კონტინენტს, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკას ახლომდებარე კუნძულებთან ერთად (მათ შორის, გრენლანდიას). ამერიკა დედამიწის ზედაპირის საერთო ფართობის 8,3% მოიცავს (ხმელეთის 28,4%), აქ თავს იყრის მსოფლიო მოსახლეობის 13,5% (დაახლოებით 900 მლნ ადამიანი).
ტერმინს „ამერიკა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ამერიკა (მრავალმნიშვნელოვანი). |