ამერიკული საშინელებათა ისტორია: მახინჯების შოუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიკული საშინელებათა ისტორია: მახინჯების შოუ (ინგლ. American Horror Story: Freak Show) — ამერიკული ტელეკომპანია FX-ის ანთოლოგიური საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალ ამერიკული საშინელებათა ისტორიის მეოთხე სეზონი, მისი პრემიერა გაიმართა 2014 წლის 8 ოქტომბერს და დასრულდა 2015 წლის 21 იანვარს. მეოთხე სეზონში სიუჟეტი ვითარდება 1952 წელს ფლორიდის შტატის ქალაქ იუპიტერში, სადაც გადმოცემულია აშშ-ში უკანასკნელი მახინჯების შოუს ბრძოლა გადარჩენისთვის.
მონაწილეობენ |
|
---|---|
ქვეყანა | აშშ |
ეპიზოდი | 13 |
ორიგინალური არხი | FX |
ეთერში | 8 ოქტომბერი, 2014 (2014-10-08) – 21 იანვარი, 2015 (2015-01-21) |
ეპიზოდების სია |
სერიალის ისტორიაში ეს არის პირველი სეზონი რომლის დროსაც დაირღვა სერიალის მკაცრი ანთოლოგიური პრინციპი და დაბრუნდნენ მეორე სეზონის ფსიქიატრიული კლინიკა პერსონაჟები: მონაზონი მარი ეუნისე (ლილი რეიბი), პეპერი (ნაომი გროსმანი) და ახალგაზრდა ექიმი არტურ არდენი (ჯონ კრომუელი). მსახიობებმა წინა სეზონებიდან მონაწილეობა მიიღეს: ანჯელა ბასეტი, კეთი ბეიტსი, ჯემი ბრიუერი, ფრენსის კონროი, გრეის გამერი, დენი ჰიუსტონი, ჯესიკა ლანგი, დენის ოჰარე, სარა პოლსონი, ივან პიტერსი, ემა რობერტსი, გაბოურეი სიდიბე, მერ უინინგჰემი და ბენ ვულფი.
როგორც მისმა წინამორბედებმა სეზონმა მახინჯების შოუმ კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა ძირითადად დადებითი შეფასება და შეინარჩუნა ძლიერი რეიტინგები, სეზონის საპრემიერო პირველ ეპიზოდს თვალს ადევნებდა 6.13 მილიონზე მეტი მაყურებელი რითიც გახდა ტელეკომპანია FX-ის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულები პროგრამა. სეზონმა მიიღო ემის ჯილდოს ოცი ნომინაცია მათ შორის საუკეთესო ლიმიტირებული სერიალის ნომინაციაში და ექვსი ნომინაცია ლანგის, ოჰარეს, ფინ ვიტროკის, პოლსონის, ბასეტის და ბეიტსის სამსახიობო შესრულებისთვის.