ანესთეზია
From Wikipedia, the free encyclopedia
ანესთეზია ბერძნული წარმოშობისაა და სიტყვასიტყვით "უგრძნობლობას" ნიშნავს. ანესთეზია იგივე გაუტკივარება ტკივილის შეგრძნების ხელოვნური გზით დათრგუნვაა, რაც აუცილებელია ქირურგიული მანიპულაციებისა და სხვადასხვა დიაგნოსტიკური პროცედურის დროს. მედიცინაში ის ორ მოვლენას გულისხმობს:
- გარეშე გამღიზიანებლებისადმი ტკივილის შეგრძნების შესუსტებას ან დაკარგვას;
- გაუტკივარებას, რომელიც სპეციალური საშუალებებით მიიღწევა.