ანტისემიტიზმის ისტორია
From Wikipedia, the free encyclopedia
ანტისემიტიზმის ისტორია — ანტისემიტიზმი ანუ ებრაელების, როგორც რელიგიური ან ეთნიკური ჯგუფის, მიმართ მტრული დამოკიდებულება სათავეს შორეულ წარსულში იღებს. მკვლევარმა ჯერომ ჩეინზმა გამოჰყო ანტისემიტიზმის ისტორიული განვითარების ექვსი ეტაპი:[1]
- ქრისტიანობამდელი ანტიიუდაიზმი ძველ საბერძნეთსა და რომში, რომელიც ძირითადად ეთნიკური ხასიათის იყო;
- ქრისტიანული ანტისემიტიზმი ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში, რომელსაც რელიგიური ელფერი ჰქონდა და გავრცელებულია თანამედროვეობაშიც;
- მუსლიმური ანტისემიტიზმი, რომელიც კლასიკური ფორმით რთული და მრავალმხრივი ფენომენია;
- პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ანტისემიტიზმი, რომელიც განმანათლებლობის პერიოდის და შემდგომდროინდელ ევროპაში იყო გავრცელებული და მოამზადა ნიადაგი რასობრივი ანტისემიტიზმისთვის;
- რასობრივი ანტისემიტიზმი, რომელიც XIX საუკუნეში წარმოიქმნა და კულმინაციას ნაციზმის დროშის ქვეშ მიაღწია;
- თანამედროვე ანტისემიტიზმი, რომელსაც ზოგჯერ „ახალ ანტისემიტიზმს“ უწოდებენ და გამოიხატება სიონიზმისა და ისრაელის სახელმწიფოს პოლიტიკის კრიტიკით.