ანტონინ სკალია
From Wikipedia, the free encyclopedia
ანტონინ გრეგორი სკალია (ინგლ. Antonin Scalia, i/ˌæntənɪn skəˈliːə/; დ. 1936 წლის 11 მარტი – გ. 2016 წლის 13 თებერვალი)[1][n 1] — ამერიკელი იურისტი და 1986 წლიდან 2016 წელს გარდაცვალებამდე ამერიკის უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე . ანტონინ სკალია იყო უზენაესი სასამართლოს კონსერვატული ფრთის წამყვანი ინტელექტუალი ორიგინალისტურ და ტექსტუალისტურ მიდგომაში. სწორედ სკალიაა ორიგინალისტური და ტექსტუალური მიდგომის ფუძემდებელი ამერიკულ სამართალში. იგი აღიარებულია XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და შთამაგონებელ იურისტად[8] და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოსამართლედ ამერიკის უზენაესი სასამართლოს ისტორიაში.[9] 2018 წელს, გარდაცვალების შემდგომ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სკალია თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა. მის სახელს ატარებს ჯორჯ მესონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.
ამ სტატიას/სექციას ქართულად თარგმნა სჭირდება. გთხოვთ იხილოთ ამ სტატიის სექცია ქართულად სათარგმნი სტატიების გვერდზე განხილვისთვის. თუ სტატია არ დაიწერა ქართულად მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ის წაშლას დაექვემდებარება. თუ თქვენ წარადგინეთ ეს გვერდი თარგმნის მოთხოვნაზე, გთხოვთ დაამატოთ |
ანტონინ გრეგორი სკალია | |
---|---|
ინგლ. Antonin Gregory Scalia | |
ოფიციალური პორტრეტი, 2013 წელი | |
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ასოცირებული მოსამართლე | |
მმართ. დასაწყისი: | სექტემბერი 26, 1986 |
მმართ. დასასრული: | თებერვალი 13, 2016 |
პრეზიდენტი: | |
კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე | |
მმართ. დასაწყისი: | აგვისტო 17, 1982 |
მმართ. დასასრული: | სექტემბერი 26, 1986 |
პრეზიდენტი: | რონალდ რეიგანი |
წინამორბედი: | უილიამ რენქუისტი |
მემკვიდრე: | ნილ გორსუჩი |
აშშ-ის ასისტენტი პროკურორი სამართლებრივი მრჩევლის ოფისში | |
მმართ. დასაწყისი: | აგვისტო 22, 1974 |
მმართ. დასასრული: | იანვარი 20, 1977 |
პრეზიდენტი: | ჯერალდ ფორდი |
წინამორბედი: | როჯერ რობი |
მემკვიდრე: | დეივიდ სენტელი |
აშშ-ის ადმნისტრაციული კონფერენციის მდივანი | |
მმართ. წლები: | 1972–1974 |
პრეზიდენტი: | რიჩარდ ნიქსონი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 11 მარტი, 1936 |
დაბ. ადგილი: | ტრენტონი, ნიუ-ჯერსი, აშშ |
გარდ. თარიღი: | 13 თებერვალი, 2016 (79 წლის) |
გარდ. ადგილი: | შაფტერი, ტეხასი, აშშ |
დაკრძ. ადგილი: | ფეარფქსის მემორიალური პარკი, ფეარფაქსი, ვირჯინია, აშშ |
მეუღლე: | მაურინ მაკკართი (იქ. 1960) |
შვილები: | 9 შვილი |
სკალია დაიბადა ნიუ ჯერსის შტატში. როგორც მორწმუნე კათოლიკემ, მან დაამთავრა ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი. შემდეგ დაამთავრა ჰარვარდის სამართლის სკოლა და დააგროვა 6 წლიანი სამუშაო გამოცდილება კლივლენდის იურიდიულ ფირმაში, სანამ სამართლის პროფესორი გახდებოდა ვირჯინიის უნივერსიტეტში. ადრეულ 1970-იან წლებში მსახურობდა ნიქსონი-სა და ფორდი-ს ადმინისტრაციებში და საბოლოოდ გახდა გენერალური პროკურორის მოადგილე. ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის პერიოდში, სკალია ასწავლიდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში, სადაც იგი გახდა ფედერალისტური საზოგადოების ერთ-ერთი პირველი მრჩეველი და აქტიურად იღწვოდა ფაკულტეტის აღორძინებისთვის. 1982 წელს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა სკალია წარადგინა კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. 1986 წელს რეიგანმა სკალია ამერიკის შეერთებული შტატების სენატს წარუდგინა ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დასანიშნად და სენატმაც მის არჩევას მხარი დაუჭირა, ამრიგად, სკალია გახდა ამერიკის ისტორიაში უზენაესი სასამართლოს პირველი იტალიელი-ამერიკელი მოსამართლე.
სკალია ემხრობოდა კონსერვატორულ იურისპრუდენციას და იდეოლოგიას. მხარს უჭერდა კანონმდებლობის ინტერპრეტაციის ტექსტუალისტურ მიდგომას და ორიგინალიზმს კონსტიტუციის ინტერპრეტაციაში. სკალია თავის კოლეგებზე იდეოლოგიური ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა ნინოგრამებით (ნინოგრამა ერქვა სკალიას მიერ დაწერილ სამართლებრივ მემორანდუმებს, რომლებსაც უწოდებდნენ „ნინოს“ - სკალიას არაფორმალურ სახელს). სწორედ აღნიშნული ნინოგრამებით ცდილობდა სკალია კოლეგების დარწმუნებას, რომ მისი ხედვები გაეზიარებინათ. სკალია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დელეგირებული ძალის დიდი დამცველი იყო. მას სჯეროდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია იძლეოდა სიკვდილით დასჯის უფლებას და არ ითვალისწინებდა აბორტისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების უფლებას. სკალია პოზიტიურ დისკრიმინაციას, რომელიც უმცირესობებს მიემართებოდა, არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა. სწორედ ამ ხედვების გამო მიიჩნევა სკალია ერთ-ერთ ყველაზე კონსერვატორ მოსამართლედ ამერიკის ისტორიაში. სკალიას უზენაესი სასამართლოს ბევრ გამოტანილ გადაწყვეტილებაში აქვს დაწერილი განსხვავებული აზრი, რომლითაც ხშირად სასტიკად უპირისპირდებოდა საკუთარ კოლეგებს და საკმაოდ ხისტ ენასაც ხმარობდა განსხვავებული აზრის წერისას. მაგალითისთვის, სკალიას განსხვავებული აზრი აქვს დაწერილი საქმეში „მორისონი ოლსონის წინააღმდეგ“ (სადაც სკალია უარყოფდა დამოუკიდებელი მრჩეველის კანონის კონსტიტუციურობას). სკალიას დაწერილი აქვს უმრავლესობის აზრი საქმეში „კრაუფორდი ვაშინგტონის წინააღმდეგ“ (ამ გადაწყვეტილებაში განიმარტა ბრალდებულის მიერ მოწმის დაკითხვის უფლება კონსტიტუციის მეექვსე შესწორების ქვეშ). ასევე სკალიას ეკუთვნის უმრავლესობის აზრი საქმეში „კოლუმბიის ოლქი ჰელერის წინააღმდეგ“ (ამ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ ამერიკის კონსტიტუცის მეორე შესწორება იცავს იარაღის ფლობის უფლებას).